სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მხარდამჭერებმა და მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქციები გამართეს
„როიტერის“ ცნობით, სეულში სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის მხარდამჭერებმა და მოწინააღმდეგეებმა რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით საპროტესტო აქციები გამართეს.
ცნობისთვის, 15 დეკემბერს პარლამენტმა იუნს იმპიჩმენტი გამოუცხადა და მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილება ამჟამად შეჩერებულია, თუმცა იგი თანამდებობაზე რჩება.
პრეზიდენტი ამ დრომდე უარს ამბობს სხვადასხვა უწყებაში ჩვენების მისაცემად გამოცხადებაზე. გამოძიება ეხება იუნ სუკ იოლის მიერ 3 დეკემბერს გამოცხადებულ საომარი მდგომარეობას, რასაც პროკურატურა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მიიჩნევს.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეაში პოლიტიკური კრიზისი უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც პრეზიდენტმა გაყალბებულად გამოაცხადა და სწორედ ეს გახდა იუნ სუკ იოლის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების ერთ-ერთი მიზეზი. ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ ეს ბრალდებები უარყო.