სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ფხენიანი აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის მზადაა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ფხენიანი აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის მზადაა

ჩრდილო კორეა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა – ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის კანცელარიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ინფორმაცია ქალაქ ფხენჩხანში სამხრეთ კორეის პრეზიდენტისა და ჩრდილო კორეის დელეგაციის ხელმძღვანელის ვიზიტის შემდეგ გავრცელდა.

შეხვედრა სამხრეთ კორეის ზამთრის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიამდე გაიმართა. დახურვის ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, ივანკა ტრამპიც ესწრებოდა, თუმცა აშშ-ის მთავრობაში კორეულ მოლაპარაკებებში მის მონაწილეობას გამორიცხავენ.

გავრცელებულ განცხადებაში არ არის აღნიშნული, რა თემების განხილვაზე აცხადებს მზადყოფნას ფხენიანი. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ჩრდილო და სამხრეთ კორეა ერთი დროშით წარდგნენ.

 

დატოვე კომენტარი