სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდება
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდება

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი 21-23 ივნისს მოსკოვს ეწვევა. მუნ ჯაე ინი კრემლში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიიწვია.

ეს სამხრეთ კორეის ლიდერის პირველი ვიზიტია რუსეთში 1999 წლის შემდეგ.

ოფიციალური სეულის ინფორმაციით, მუნ ჯაე ინისა და ვლადიმერ პუტინის მთავარი განსახილველი საკითხი, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება და კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარება იქნება.

„ჩვენ ველით, რომ პრეზიდენტ პუტინთან სამიტი ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო სტრატეგიული კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა იქნება” – ნათქვამია სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.