სამხრეთ კორეის პრეზიდენტი – გლობალური სავაჭრო ომი რადგან რეალობად იქცა, მთავრობამ ყველა რესურსი უნდა მიმართოს სავაჭრო კრიზისის დასაძლევად

10:33, 03.04.2025

სამხრეთ კორეის მოქმედი პრეზიდენტი აშშ-თან ტარიფების შესახებ მოლაპარაკებების მოწოდებით გამოდის.

ჰან დაკ სუნმა მრეწველობის მინისტრს სთხოვა, აქტიურად აწარმოოს მოლაპარაკებები ვაშინგტონთან ტარიფებისგან გამოწვეული ზეგავლენის მინიმუმამდე შესამცირებლად.

„გლობალური სავაჭრო ომი რადგან რეალობად იქცა, მთავრობამ ყველა რესურსი უნდა მიმართოს სავაჭრო კრიზისის დასაძლევად“, – განაცხადა ჰან დაკ სუნმა ფინანსთა მინისტრსა და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეას 25%-იანი ტარიფები დაუწესა.

მსგავსი