სამხრეთ კორეის პრეზიდენტი – ჩრდილოეთ კორეელი ტყვეების სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, უკრაინამ კონფიდენციალურობის შეთანხმება დაარღვია
ორი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეს სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, უკრაინამ კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმება დაარღვია, – ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, ლი ჩჟე მიონმა განაცხადა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თქმით, ასეთმა საჯაროდ გამჟღავნებამ, სავარაუდოდ, შეიძლება, მთელი რიგი პრობლემები გამოიწვიოს.
ლი ჩჟე მიონის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეელი ტყვეების რეპატრიაცია უკიდურესად მგრძნობიარე საკითხია, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს დიპლომატიაზე, ეროვნულ უსაფრთხოებასა და კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ ვითარებაზე.
„არ შეიძლება, იყო ასეთი სასტიკი და უპასუხისმგებლო, როდესაც საქმე ეხება ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ადამიანის სიცოცხლე და ეროვნული უსაფრთხოებ. ადამიანებს, რომლებიც საკუთარი წვრილმანი სარგებლის მიზნით საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს და ეროვნულ უსაფრთხოებას, მკვლელებს ან მოღალატეებს უწოდებენ. არ ვიცი კონკრეტული გარემოებები, რამაც უკრაინული მხარე აიძულა შეთანხმების დარღვევა და ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ ეს ღრმად სამწუხაროა“, – განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ, ცოტა ხნის წინ, სამხრეთ კორეას ორი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვე გადასცა.