სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა „ძალიან სახიფათო სიტუაციაში“ არიან, სადაც შემთხვევითი შეტაკება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა „ძალიან სახიფათო სიტუაციაში“ არიან, სადაც შემთხვევითი შეტაკება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი

ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა „ძალიან სახიფათო სიტუაციაში“ არიან, სადაც შემთხვევითი შეტაკება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელია, – ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, ლი ჯე მიონმა განაცხადა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თქმით, ჩრდილოეთი ახლა სამხრეთს მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ და მოსისხლე მტრად მიიჩნევს, ყველა საკომუნიკაციო არხი გაწყდა და ისინი ყველანაირ დიალოგზე უარს ამბობენ, რაც ძალიან სახიფათო სიტუაციაა.

„თუ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის მტკიცე სამშვიდობო რეჟიმი დამყარდება, უკეთესი იქნება, აშშ-სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები შეწყდეს. რაც შეეხება საკითხს, ეს დამოკიდებული იქნება იმ დროისთვის არსებულ გარემოებებზე, ეს შეიძლება ბერკეტად იქცეს ან შეიძლება შედეგი იყოს, მაგრამ ახლა ამის თქმა რთულია“, – განაცხადა ლი ჯე მიონმა.

სამხრეთ კორეამ 17 ნოემბერს ჩრდილოეთ კორეას სამხედრო მოლაპარაკებები შესთავაზა, რათა განიხილონ სამხედრო დემარკაციის ხაზის გასწვრივ მკაფიო საზღვრის გავლება, რომ თავიდან აიცილონ შეიარაღებული შეტაკებები საზღვრის გასწვრივ. ჩრდილოეთ კორეას წინადადებაზე პასუხი არ გაუცია.