სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აშშ-ს მოუწოდებს, შეამსუბუქოს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები

13:54, 22.09.2026

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აშშ-ს მოუწოდებს, შეამსუბუქოს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. ამის შესახებ სტატიას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

ამერიკული გამოცემის თანახმად, ლი ჯე მიუნი ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით ათწლეულების განმავლობაში არსებული პოლიტიკისგან განსხვავებულ გზას ირჩევს და აშშ-ს მოუწოდებს, შეამსუბუქოს ფხენიანზე დაწესებული სანქციები სანაცვლოდ იმ შეთანხმებისა, რომელიც ჩრდილოეთ კორეას საკუთარი შეიარაღების პროგრამების გაყინვას დაავალდებულებს.

„მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი სარგებელია კომპრომისულ შეთანხმებაში, რომელიც ითვალისწინებს სანქციებზე უარის თქმას, რომლებიც ისედაც არცთუ ისე ეფექტიანია, და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიის შემდგომი განვითარების შეჩერებას“, – აღნიშნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.

ლი ჯე მიუნის თქმით, რამდენადაც არ უნდა იყოს ასეთი გარიგება მიუღებელი, მსოფლიოს არ გააჩნია მისი რეალისტური ალტერნატივა.

მსგავსი