სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამხედრო წვრთნები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მიმართული არ არის
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი ჯე-მიონგი აცხადებს, რომ სამხედრო წვრთნები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მიმართული არ არის.
ლი ჯე-მიონგმა ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
ამასთან, მისივე განცხადებით, აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო სწავლებები თავდაცვითი ხასიათისაა და მიზნად არ ისახავს ჩრდილოეთ კორეისთვის საფრთხის შექმნას.
„სამხრეთ კორეას არ აქვს განზრახვა, ეს სწავლებები ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმისთვის ან კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის გასაზრდელად გამოიყენოს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ლის თქმით, წვრთნების მიზანი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების უსაფრთხოების დაცვაა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან მისი „ძალიან კარგი ურთიერთობაა“. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეამ ცოტა ხნის წინ უარი თქვა აშშ-თან ერთად ირანის ბირთვული განიარაღების პროცესში მონაწილეობაზე.