სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინი 12 ივნისს სინგაპურში დონალდ ტრამპთან შესახვედრად მზად არის
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინი 12 ივნისს სინგაპურში დონალდ ტრამპთან შესახვედრად მზად არის

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მუნ ჯე ინის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მზადაა, 12 ივნისს სინგაპურში დონალდ ტრამპს შეხვდეს. განცხადებს მუნ ჯე ინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან გამართული მოლაპარაკებები შემდეგ გააკეთა.

ორი კორეის ლიდერები მოულოდნელად შეხვდნენ ერთმანეთს. როგოც სეულში განმარტეს, ორსაათიანი დიალოგის დროს მხარეებმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებას მხარი დაუჭირეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიმ ჩემ ინი და მუნ ჯე ინი მომდევნო კვირასაც შეხვდებიან.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ის მთავრობის სამუშაო ჯგუფი დღეს სინგაპურში გაემგზავრება, სადაც აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრისთვის სამზადისი დაიწყება. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასევე არ გამორიცხა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებები 12 ივნისს მაინც შედგებოდა.