სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგაც არ დანებდება და ქვეყნისთვის ყველაფერს გააკეთებს
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგაც არ დანებდება და ქვეყნისთვის ყველაფერს გააკეთებს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი აცხადებს, რომ არ დანებდება და ყველაფერს გააკეთებს ქვეყნისთვის ბოლო წუთამდე.

„არასოდეს დავნებდები“, – განაცხადა იუნ სუკ იოლიმ პარლამენტის მიერ მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეაში პარლამენტარებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი მის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო დაუჭირეს. იმპიჩმენტის სრული პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს, რადგან საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომაც უნდა განიხილოს.

ქვეყნის მმართველმა პარტიამ გასულ შაბათს იმპიჩმენტის პირველ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა, რის გამოც კვორუმი ვერ შედგა.