სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს თავისი გადაწყვეტილების დასაცავად
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს თავისი გადაწყვეტილების დასაცავად. იუნ სუკ იოლმა დაიცვა გასულ კვირას საომარი მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ მან ეს გააკეთა ქვეყნის დემოკრატიის დასაცავად.
მოულოდნელი სატელევიზიო მიმართვისას სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს მცდელობა იყო კანონიერი გადაწყვეტილება დემოკრატიის „დაშლის თავიდან ასაცილებლად“ და ოპოზიციის „საპარლამენტო დიქტატურის“ წინააღმდეგ.
14 დეკემბერს, ქვეყნის პარლამენტში მისი იმპიჩმენტის მეორე კენჭისყრის წინ იუნ სულ იოლმა განაცხადა, რომ ის არ გადადგება თანამდებობიდან.
„მე მტკიცედ ვიქნები, მომიწყობენ იმპიჩმენტს თუ იქნება გამოძიება. ვიბრძოლებ ბოლომდე“, – განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.
იუნმა უარყო, რომ მისი საომარი მდგომარეობის ბრძანება იყო აჯანყების აქტი და ამტკიცებდა, რომ მისი პოლიტიკური კონკურენტები ქმნიან „ცრუ ნარატივებს“ მის გადასაყენებლად.
პარალელურად, პარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც ავალდებულებს სპეციალურ პროკურორს, გამოიძიოს ორი მთავარი ბრალდება ქვეყნის პირველ ლედის, კიმ კიონ ჰისთან დაკავშირებით. საქმე ეხება მის სავარაუდო მონაწილეობას საფონდო მანიპულაციის სქემაში და საარჩევნო ნომინაციაში ჩარევას ძალაუფლების მქონე ბროკერის მეშვეობით.