სამხრეთ კორეის პრეზიდენტი 11 აპრილს ვაშინგტონში ჩავა

08:11, 29.03.2019

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯეი ინი ვაშინგტონს  მეუღლესთან ერთად, 11 აპრილს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. ორი ქვეყნის ლიდერები კორეის ნახევარკუნძულის გარშემო არსებულ ვითარებასა და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ.

შეხვედრა კორეული მხარის ინიციატივით იმართება.

მსგავსი