სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა
სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა

სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას დაუჭირა მხარი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ გადაწყვეტილებას სამხრეთ კორეის საკანონმდებლო ორგანოში შეკრებილმა 190-ვე დეპუტატმა მისცა ხმა.

ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში შევიდნენ სამხედროები. შენობასთან კი იმართება საპროტესტო აქცია, სადაც პოლიციასთან შეტაკება მოხდა.

ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტმა კენჭისყრის შემდეგ საომარი მდგომარეობის რეჟიმი უნდა გააუქმოს.