სამხრეთ კორეის მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდასაჭერად რუსეთში დამატებითი სამხედრო ჯგუფები გაგზავნა
სამხრეთ კორეის მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდასაჭერად რუსეთში დამატებითი სამხედრო ჯგუფები გაგზავნა

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებითი სამხედრო ჯგუფები უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდასაჭერად გაგზავნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის მედია ქვეყნის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები კურსკის რეგიონში გაგზავნეს, სადაც გასული წლის აგვისტოს შემდეგ უკრაინული სამხედრო დანაყოფები არიან შეჭრილი.

ჩრდილოეთ კორეის დამატებითი ძალების რაოდენობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარია სამი ათასამდე ჯარისკაცზე.

გასულ წელს ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში 11 ათასამდე ჯარისკაცი გაგზავნა, რომლებიც კურსკის რეგიონში მიმდინარე ბრძოლაში ჩართეს. არსებული შეფასებით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 300-მდე ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი მოკლეს, დაახლოებით 2 700 კი დაშავდა.