სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას კორონავირუსის მეოთხე ტალღის შესახებ აფრთხილებს
სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას კორონავირუსის მეოთხე ტალღის შესახებ აფრთხილებს

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას კორონავირუსის მეოთხე ტალღის შესახებ აფრთხილებს. ინფორმაციას „სიენენიავრცელებს.

ქვეყანაში უკვე რამდენიმე დღეა, ვირუსის 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, აუცილებლად დაიცვან სოციალური დისტანციის წესები, ატარონ პირბადე და თავი შეიკავონ ადამიანების ნახვისგან.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სამხრეთ კორეაში ვირუსის 105 279 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 1 744 ადამიანი.