სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში „შრომის პარტიის“ დაარსების 75 წლისთავთან დაკავშირებით სამხედრო აღლუმი ჩატარდა
სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში „შრომის პარტიის“ დაარსების 75 წლისთავთან დაკავშირებით სამხედრო აღლუმი ჩატარდა

სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო აღლუმი ჩატარდა.

ფხენიანში ქვეყნის მმართველი პარტიის, „შრომის პარტიის“ დაარსების 75 წლისთავი აღნიშნეს.

როგორც სამხრეთ კორეაში აცხადებენ, აღლუმს თან ახლდა კონცერტები და ფესტივალები.

სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა, აღლუმისას ახალი სტრატეგიული შეიარაღების წარდგენაც მომხდარიყო, მათ შორის კონტინენთაშორისი ბალისტიკური რაკეტისა და წყალქვეშა ნავიდან გასაშვები ბალისტიკური რაკეტის. სახელმწიფო მედია ღონისძიების ფოტოებს არ ასაჯაროებს.

სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ აშშ-სთან ერთად ფხენიანში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებუთ აკვირდებიან.