სამხრეთ კორეის გენშტაბის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლა
სამხრეთ კორეის გენშტაბის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლა. სამხრეთ კორეის გენშტაბის ინფორმაციით, რაკეტამ იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის მიმართულებით იფრინა.

სამხრეთ კორეული მედიის ინფორმაციით, რაკეტების გაშვების შემდეგ მათი ზემოქმედების ადგილი ჯერ დადგენილი არ არის.

ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ 13 სექტემბერს ასევე განაცხადა, რომ ფხენიანმა საკრუიზო რაკეტების გამოცდა წარმატებით განახორციელა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ახალი ტიპის რაკეტებს სამიზნის განადგურება 1 500 კილომეტრის რადიuსში შეუძლია.