სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი 600 ჩრდილოკორეელი სამხედრო დაიღუპა
სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი 600 ჩრდილოკორეელი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაღუპულებთან ერთად, უკრაინასთან ომში ასობით დაჭრილი ჩრდილოეთკორეელია.
„ამ მომენტისთვის ჩრდილოეთკორეელი სამხედროების დაღუპულებისა და დაჭრილებს რაოდენობა 4 700-ს სამხედროს შეადგენს, მათ შორის 600 დაიღუპა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სამხრეთკორეელმა დეპუტატმა, ლი სონ კვუნმა, რომელიც სამხრეთ კორეის დაზვერვის წარმომადგენლების მიერ კანონმდებლების გამართულ საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდა.
მისივე თქმით, 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე ომიდან ჩრდილოეთ კორეაში დააბრუნეს 2 000 ჯარისკაცი, რომლებიც ამჟამად ფხენიანსა და სხვა ადგილებში იზოლირებულები არიან.
„როგორც მე ვიცი, კურსკში დაღუპული ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების ცხედრების კრემაცია რუსეთში მოხდა, ვიდრე მათ სამშობლოში გადაასვენებდნენ“, – განაცხადა დეპუტატმა.
ცნობისთვის, ამ კვირაში ჩრდილოეთ კორეამ პირველად დაადასტურა, რომ მისი სამხედროები რუსეთში გააგზავნეს ომში მონაწილეობის მისაღებად.