სამხრეთკორეელი სამხედროები აცხადებენ, რომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა შენარჩუნდება, ვიდრე მას პრეზიდენტი არ გააუქმებს
სამხრეთკორეელი სამხედროები აცხადებენ, რომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა შენარჩუნდება, ვიდრე მას პრეზიდენტი არ გააუქმებს

სამხრეთკორეელი სამხედროების განცხადებით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა შენარჩუნდება, ვიდრე მას პრეზიდენტი არ გააუქმებს.

აღნიშნულის შესახებ სამხედროებმა მას შემდეგ განაცხადეს, რაც პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საომარი მდგომარეობის გაუქმებას.

„ბიბისის“ ცნობით, მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ კორეის პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს შორის შეტაკება მოხდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ უფრო ადრე სამხედროებმა პარლამენტის შენობის ბლოკირება სცადეს.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ამის საშუალებით თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას აღადგენს. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი პოლიციამ დაბლოკა, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მოგვიანებით სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა.