სამხრეთ კორეაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
სამხრეთ კორეაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

სამხრეთ კორეაში გადაუღებელ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა. სტიქიას ქვეყანაში სულ მცირე, 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, 1000-ზე მეტ მცხოვრებელს სახლის დატოვება მოუწია.

ადგილობრივი მთავრობის ცნობით, წყალდიდობის შედეგად, ქვეყანაში დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო მიწები, ასევე დაიტბორა მთავარი გზატკეცილები და ხიდები.

სამხრეთ კორეაში უკვე 42 დღეა, გადაუღებლად წვიმს. ქვეყანაში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ასეთი ხანგრძლივი წვიმა არ ყოფილა.