სამხრეთ კორეაში ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
სამხრეთ კორეაში ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

სამხრეთ კორეაში ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ეს შეეხებათ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა აქვთ გაკეთებული. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ცნობით, ამ ნაბიჯით სამხრეთ კორეის ხელისუფლება ხანდაზმულების წახალისებას ცდილობს, რომ მათ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ. მთავრობას სურს, რომ სექტემბრისთვის მოსახლეობის 70 % იყოს აცრილი. ბოლო მონაცემებით სამხრეთ კორეაში, სადაც 52 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამ ეტაპზე ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 7.7% ს აქვს გაკეთებული.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“_ის 137 682 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 1 940 ადამიანი.