სამხრეთ კორეაში თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, დაღუპულია, სულ მცირე, 85 ადამიანი
სამხრეთ კორეაში თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, დაღუპულია, სულ მცირე, 85 ადამიანი

სამხრეთ კორეაში, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, დაღუპულია, სულ მცირე, 85 ადამიანი. ინფორმაციას „სიენენიავრცელებს.

მედიის ცნობით, ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მოხდა. ბორტზე 181 ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებმა ამ დროისთვის ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს, ერთი ეკიპაჟის წევრი და ერთი მგზავრი.

Jeju Air-ის თვითმფრინავი ტაილანდიდან, ბანგკოკიდან მუანის აეროპორტში ჩაფრინდა, დაშვების დროს კი ბილიკიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ავარია სავარაუდოდ, ფრინველთან შეჯახებამ გამოიწვია.

ადგილზე სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ჩოი სანგ-მოკი მივიდა. მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად.