სამხრეთ კორეაში თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა

19:29, 03.08.2023

14 ადამიანი დაშავდა სამხრეთ კორეაში თავდასხმის შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ჯერ ქვეითად მოსიარულეებს გამიზნულად დაეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა, შემდეგ კი დანით დაესხა გამვლელებს თავს და ცხრა პირი დაჭრა.

14 დაშავებულიდან 12-ის მდგომარეობა მძიმეა. თავდამსხმელი პოლიციამ მალევე დააკავა.

თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი