სამხრეთ კორეაში ტაიფუნს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 30-მდე კი დაშავდა
სამხრეთ კორეაში ტაიფუნს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 30-მდე კი დაშავდა

კორეაში ტაიფუნ „ტაპას“ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სხეულის დაზიანება 30-მდე ადამიანმა მიიღო.

ტაიფუნი ქვეყნის სამხრეთ რაიონებს დაატყდა თავს. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 150 კილომეტრს აღწევდა. გავრცელებული ინფორმაციით, 72 წლის ქალი ქალაქ პუსანში ორსართულიანი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა.

ტაიფუნს ძლიერი წვიმა და ქარი ახლავს, რამაც ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ავტომაგისტრალი დატბორა. სტიქიის გამო 15 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობის ნაწილს შეფერხებით მიეწოდებოდა წყალიც.

სამხრეთ კორეამდე ტაიფუნი „ტაპა“ იაპონიას დაატყდა თავს. ქვეყანაში სტიქიის დროს 30-მდე ადამიანი დაშავდა.