სამხრეთ კორეაში სკოლების ნაწილი ისევ დაიხურა
სამხრეთ კორეაში სკოლების ნაწილი ისევ დაიხურა

სამხრეთ კორეაში სკოლების ნაწილი ისევ დახურეს. პუჩონის რაიონში 200 სკოლაში სასწავლო პროცესი მას შემდეგ შეწყდა, რაც კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ახალი შემთხვევების უმეტესობა სწორედ პუჩონის რაიონში დაფიქსირდა.

სამხრეთ კორეის სკოლებში სწავლა 26 მაისს განახლდა, თუმცა დღეს მათი ნაწილი კვლავ დაიხურა.

28 მაისს სამხრეთ კორეაში ვირუსის 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. დღეს დაფიქსირდა კიდევ 58 ახალი ინფიცირებული.

„ბიბისის“ ცნობით, ამის გამო სასწავლო პროცესის განახლება გაიდადო სეულში მდებარე 117 სკოლაშიც.

დატოვე კომენტარი