სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა
სამხრეთ კორეაში პარლამენტმა პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. 300 კანონმდებლიდან იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა 204-მა, 85-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, სამმა თავი შეიკავა, ხოლო რვა ხმა ბათილად იქნა ცნობილი.
ხმის მიცემის შედეგების მიხედვით, იუნ სუკ იოლი თანამდებობას დაკარგავს და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მოქმედი პრემიერ-მინისტრი გახდება, თუმცა იმპიჩმენტის სრული პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს, რადგან ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომაც უნდა განიხილოს. პრეზიდენტი იმ შემთხვევაში დატოვებს თანამდებობას, თუ ცხრაწევრიანი საბჭოს ექვსი წევრი იმპიჩმენტს მხარს დაუჭერეს.
ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 60 დღის ვადაში დაინიშნება მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები.
გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე, პარლამენტის გარეთ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა აღნიშვნა დაიწყეს.
მმართველმა პარტიამ იუნ სუკ იოლის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო გასულ შაბათს ჩანიშნულ იმპიჩმენტის პირველ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა, რის გამოც კვორუმი ვერ შედგა.