სამხრეთ კორეაში მარტის შემდეგ „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
სამხრეთ კორეაში მარტის შემდეგ „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 113 შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევებიდან 86 იმპორტირებულია, ხოლო 27 შიდა გადაცემის შედეგია. ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
სამხრეთ კორეაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 14 092 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, 298 პაციენტი გარდაიცვალა. „სიენენის“ ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატება სამხრეთ კორეაში ერაყიდან ჩასულ მგზავრებს უკავშირდება.