სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

15:18, 12.12.2020

სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 928 ადამიანს დაუდასტურდა.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია დაინფიცირების 41 000 შემთხვევა, მათ შორის 9000 ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაფიქსირდა. ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 578-ს აღწევს.

ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამხრეთ კორეაში ტესტირების მასშტაბების გაფართოება, ასევე ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიების პროცესში 800 ზე მეტი პოლიციელი ჩართვა იგეგმება.

მსგავსი