სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 1 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12:07, 26.12.2020

სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“-ის 1 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც „როიტერი“ წერს, სამხრეთ კორეაში დაინფიცირების შემთხვევების მატების ფონზე შესაძლოა, რეგულაციები გამკაცრდეს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სამხრეთ კორეაში გამოვლენილია დაინფიცირების 55 902 შემთხვევა, მათ შორის 793 ლეტალური აღმოჩნდა.

მსგავსი