სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 9332-ს მიაღწია
სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 9332-ს მიაღწია

სამხრეთ კორეაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირებულთა რიცხვმა ქვეყანაში 9332-ს მიაღწია. ვირუსს 139 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, ვირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კიონსან-პუქტოს პროვინციაში ფიქსირდება

ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, მომდევნო 15 დღის განმავლობაში ქუჩაში გამოსვლისგან თავი შეიკავონ.