სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2931-მდე გაიზარდა
სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2931-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 594 ადამიანი დაინფიცირდა. ეს რეკორდული მაჩვენებელია ამ ქვეყნისთვის. სულ ინფექციის გავრცელებიდან დღემდე, სამხრეთ კორეაში კოვიდ-19-ის დიაგნოზი 2931 ადამიანს დაუსვეს. 16 ადამიანი დაიღუპა.

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-შიც, კერძოდ, კალიფორნიისა და ორეგონის შტატში. მედიკოსები ინფიცირების წყაროს ჯერ ვერ ასახელებენ.

სულ აშშ-ში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით 59 ადამიანი დაინფიცირდა.

ამჟამად, კორონავირუსი მსოფლიოში 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირებულთა რაოდენობა 83 000-ს აჭარბებს. პაციენტების უმრავლესობა ჩინეთში ცხოვრობს. დაღუპულია 2800-მდე ადამიანი.