სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 000-მდე გაიზარდა

09:24, 03.04.2020

სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 000-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში 27 000 ადამიანი 14-დღიან კარანტინშია. მათ უმრავლესობას მოგზაურობის ისტორია აქვს.

ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“-ით 147 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი