სამხრეთ კორეაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
სამხრეთ კორეაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით „როიტერი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ კორეაში კორონავირუსით უკვე 104 ადამიანია დაინფიცირებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შემთხვევების მიზეზი ის გახდა, რომ ერთ-ერთი დაინფიცირებული ჯერ ტაძარში დაესწრო საეკლესიო მსახურებას, შემდეგ კი საავადმყოფოს მიაკითხა.