სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა კლებას განაგრძობს
სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა კლებას განაგრძობს

სამხრეთ კორეაში კოვიდ 19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა კლებას განაგრძობს. ქვეყანაში ბოლო 24-საათში ვირუსის მხოლოდ 74 შემთხვევა დაფიქსირდა და ეს ბოლო სამ კვირაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, სამხრეთ კორეაში 8 236 შემთხვევაა დაფიქსირებული. კოვიდ 19-ით 75 ადამიანი დაიღუპა.