სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

13:12, 25.02.2020

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 977-მდე გაიზარდა, დაღუპულია 10 ადამიანი.

ინფიცირებულთა რაოდენობით სამხრეთ კორეა მეორე ადგილზეა ჩინეთის შემდეგ.

ვირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ქუვეითშიც. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანიდან ქუვეითში დაბრუნებულ სამ მოქალაქეს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

მსგავსი