კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში. ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ინფიცირებული 55 წლის მამაკაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩინეთის ქალაქ უხანში იმყოფებოდა.
სამხრეთ კორეაში ყველა დიდ აეროპორტში მგზავრთა შემოწმება მიმდინარეობს. ვირუსის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, მგზავრები საავადმყოფოში გადაჰყავთ.