სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში. ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ინფიცირებული 55 წლის მამაკაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩინეთის ქალაქ უხანში იმყოფებოდა.

სამხრეთ კორეაში ყველა დიდ აეროპორტში მგზავრთა შემოწმება მიმდინარეობს. ვირუსის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, მგზავრები საავადმყოფოში გადაჰყავთ.

დატოვე კომენტარი