სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

09:23, 01.05.2020

სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

ცხრა შემთხვევიდან რვა უცხოეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს უკავშირდება. აღრიცხულია შიდა გადაცემის ერთი შემთხვევა.

სამხრეთ კორეაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სულ „კოვიდ-19“ 10 774 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 248 ადამიანი.

მსგავსი