სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა
სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა

სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“-ის იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობა მატულობს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, 61 შემთხვევიდან 47 იმპორტირებულია, ხოლო 20 ადგილობრივი გავრცელების შედეგია.

„იონჰაპის“ ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში ვირუსით გარდაცვალების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხი 291-ს აღწევს. სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“-სგან 12 396 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 925 კი ჯერ კიდევ მკურნალობს.