სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“-ის 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

14:43, 11.07.2020

სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, გამოვლენილი შემთხვევებიდან 13 ქვეყნის დედაქალაქ სეულში დაფიქსირდა, ხოლო 15 შემთხვევა ქვეყანაში უცხოეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს უკავშირდება.

„გარდიანის“ ინფორმაციით, ქვეყანაში, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინფიცირების 13 373 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 288 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი