სამხრეთ კორეაში ე.წ. ღამის კლუბის კლასტერთან დაკავშირებით ინფიცირებულთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა

18:19, 16.05.2020

სამხრეთ კორეაში, ე.წ. ღამის კლუბის კლასტერთან დაკავშირებული „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა რიცხვი უკვე 162-ს აღწევს.

სამხრეთ კორეაში, რომელიც კორონავირუსთან გამკლავების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად იქნა აღიარებული, ღამის კლუბში კოვიდინფიცირებული პირის შესვლას დაავადების გავრცელების ახალი კერის გაჩენა მოჰყვა.

მიმდინარეობას „ღამის კლუბის კლასტერთან“ დაკავშირებული პირებისა და მათი კონტაქტებს აქტიური მოძიება და ტესტირება.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ინფიცირების ახალ კერასთან დაკავშირებით ტესტირება უკვე 56 000-მა ადამიანს ჩაუტარდა. ინციდენტის გამო სამხრეთ კორეაში ყველა ღამის კლუბი და ბარი ამჟამად დაკეტილია.

მსგავსი