სამხრეთ კორეაში დონალდ ტრამპის ვიზიტის პარალელურად, ტრამპის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
სამხრეთ კორეაში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად, დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქალაქ კიონჯუში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ათეულმა დემონსტრანტმა პოლიციის ბარიერი გაარღვია და ეროვნული მუზეუმის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა, სადაც დონალდ ტრამპისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, ლი ჯე მიონის შეხვედრა უნდა გამართულიყო. აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ პლაკატები წარწერით: „არა ტრამპს“.
პოლიციის ცნობით, შეტაკების შედეგად არავინ დაშავებულა. მუზეუმისკენ მიმავალი გზა პოლიციის მანქანებით გადაკეტეს.
დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეაში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტს დაესწრება. ღონისძიების ფარგლებში ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება.