სამხრეთ კორეაში დღეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისა და მოქმედი პრემიერის, ჰან დაკ სოოს იმპიჩმენტზე კენჭისყრა გაიმართება
სამხრეთ კორეაში დღეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისა და მოქმედი პრემიერის, ჰან დაკ სოოს იმპიჩმენტზე კენჭისყრა გაიმართება

დღეს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ და მოქმედ პრემიერ-მინისტრ ჰან დაკ სოოს წინააღმდეგ იმპიჩმენტის კენჭისყრა გაიმართება. მას დემოკრატიული პარტიის ლიდერი „ამბოხის მიზნით მოქმედებებში“ სდებს ბრალს.

ოპოზიციამ მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა გუშინ წამოიწყო, მას შემდეგ, რაც ჰან დაკ სოომ უარი თქვა, დაუყოვნებლივ დაენიშნა საკონსტიტუციო სასამართლოში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე სამი მოსამართლე.

დღესვე უნდა გაიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი მოსმენა 3 დეკემბერს გამოცხადებული საომარი მდგომარეობის გამო, რომლის შედეგადაც პრეზიდენტობა შეუჩერდა იუნ სუკ იოლის.

იმ შემთხვევაში, თუ პრემიერს იმპიჩმენტს გამოუცხადებენ, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ქვეყნის ფინანსთა მინისტრს დაეკისრება.