სამხრეთ კორეაში დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტს საომარი მდგომარეობის გამოცხადება შესთავაზა და მასთან ერთად წარმართავდა პროცესს
სამხრეთ კორეაში დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტს საომარი მდგომარეობის გამოცხადება შესთავაზა და მასთან ერთად წარმართავდა პროცესს

სამხრეთ კორეაში დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი კიმ იონ-ჰიუნი, რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტს საომარი მდგომარეობის გამოცხადება შესთავაზა და მასთან ერთად წარმართავდა პროცესს, – ამის შესახებ სამხრეთ კორეის მედია იუწყება.

მედიის ცნობით, ქვეყნის მთავრობის ყოფილი წევრი სასწრაფო წესით დააკავეს და სეულის დაკავების ცენტრში გადაიყვანეს.

პროკურატურის სპეციალურმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ყოფილი მინისტრის საქმე აკმაყოფილებდა გადაუდებელი დაკავების მოთხოვნებს, რადგან, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ამბოხის ბრალდება წარედგინა, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

სამხრეთ კორეის მედია წერს, რომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა გათიშა თავისი „ტელეგრამის“ ანგარიში და შემდეგ კვლავ დაბრუნდა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ის ანადგურებდა მტკიცებულებებს. კიმ იონ-ჰიუნს საკომუნიკაციო საშუალებები ჩამოართვეს. თავად ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს.