სამხრეთ კორეაში ჩასული ყველა ადამიანი ვალდებულია, ტელეფონში თვითიზოლაციის აპლიკაცია ჩატვირთოს
სამხრეთ კორეაში ჩასული ყველა ადამიანი ვალდებულია, ტელეფონში თვითიზოლაციის აპლიკაცია ჩატვირთოს

სამხრეთ კორეის მთავრობის გადაწყვეტილებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქვეყანაში ჩავა, ვალდებულია, ტელეფონში თვითიზოლაციის აპლიკაცია ჩატვირთოს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

აპლიკაცია ადამიანებს ახსენებს, როგორ შეამოწმონ ვირუსის სიმპტომები, ასევე აკონტოლებს მათ მდებარეობას, და შესაბამისად იმას, იცავენ თუ არა იზოლაციის წესებს.

სამხრეთ კორეაში თვითიზოლაციის წესის დარღვევა ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით ან 8150 ევროს ოდენობის ჯარიმით ისჯება.