სამხრეთ კორეაში 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 63 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამხრეთ კორეაში 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 63 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამხრეთ კორეაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“-ის 63 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 52 ადგილობრივი გადაცემის შედეგია.

ქვეყანაში ინფიცირების საერთო მაჩვენებელი 13 000-ს უახლოვდება. „ბიბისის“ ინფორმაციით, ინფიცირების ახალი შემთხვევების მატება ქვეყანაში ვირუსის მეორე ტალღას უკავშირდება.