სამხრეთ კორეაში ასობით ადამიანი პირბადეების რიგში დგას [ვიდეო]

12:17, 24.02.2020

სამხრეთ კორეაში ასობით ადამიანი პირბადეების რიგში დგას. სააგენტო „როიტერის“ მიერ გავრცელებული ვიდეო ქალაქ დეგუშია გადაღებული. მოქალაქეები ერთ-ერთი სუპერმარკეტის წინ რიგში დღეს დილიდან ჩადგნენ. სუპერმარკეტში დღეს 1,41 მილიონი პირბადე უნდა გაიყიდოს.

ქალაქი დეგუ ერთ-ერთია სამხრეთ კორეის იმ ქალაქებს შორის, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსის გამო საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს.

მსგავსი