სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ შესაძლოა, გამოჯანმრთელებულ პაციენტს „კოვიდ-19“ კვლავ აღმოაჩნდეს, თუმცა დიდი ალბათობით, ის გადამდები აღარ არის
სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ შესაძლოა, გამოჯანმრთელებულ პაციენტს „კოვიდ-19“ კვლავ აღმოაჩნდეს, თუმცა დიდი ალბათობით, ის გადამდები აღარ არის

სამხრეთ კორეაში, სადაც რამდენიმე გამოჯანმრთელებულ პაციენტს „კოვიდ-19“ ხელმეორედ დაუფიქსირდა, აცხადებენ, რომ ასეთ შემთხვევებში არის შანსი, რომ პაციენტი სხვისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიუხედავად ანტისხეულებისა, პაციენტთა ნაწილს ორგანიზმში ვირუსის გენეტიკური კოდი მაინც აღმოაჩნდათ. სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ასეთი პაციენტები, დიდი ალბათობით, სხვებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენენ.

„შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვირუსი ორგანიზმში განსხვავებული დროით შეიძლება დარჩეს, ვიდრე ბოლომდე გაქრება, მას შემდეგაც კი, რაც ორგანიზმი ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ამ მიმართულებით კვლევა გრძელდება“, – განაცხადეს სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრში.