სამხრეთ კორეამ და აშშ-მა კორონავირუსის გამო საერთო წვრთნები გადადეს
სამხრეთ კორეამ და აშშ-მა კორონავირუსის გამო საერთო წვრთნები გადადეს

სამხრეთ კორეამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი კორონავირუსის გამო საერთო წვრთნები გადადეს. „დოიჩე ველეს“ ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამხრეთ კორეაში კრიზისული სიტუაციის უმაღლესი დონის არსებობის გამო მიიღეს, რაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან არის დაკავშირებული.

ერთობლივი სამხედრო წვრთნები მარტში იყო დაგეგმილი, თუმცა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

სამხრეთ კორეაში ჩინეთის შემდეგ კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსი 1 595 ადამიანს აქვს დადგენილი. დაღუპულია 13 პირი.