სამხრეთ კორეა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების ხარჯების გაზრდას დათანხმდა
სამხრეთ კორეა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების ხარჯების გაზრდას დათანხმდა

სამხრეთ კორეა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების ხარჯების გაზრდას დათანხმდა.

სეულსა და ვაშინგტონს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, სამხრეთ კორეა ნახევარკუნძულზე მყოფ 28 ათას ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს 2019 წელს ხარჯებს 8,2 პროცენტით გაუზრდის. ცვლილება ძალაში სამხრეთ კორეის პარლამენტის მიერ შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ შევა.

სამხრეთ კორეის გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნას უკავშირდება. ოფიციალური სეული დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, ნახევარკუნძულზე მყოფ ამერიკელ სამხედროებთან დაკავშირებული ხარჯები ორ ქვეყანას გაენაწილებინა.

2018 წლის 12 ივნისს, სინგაპურში გამართული სამიტის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ სეული მოლაპარაკებებს ამ კუთხით გააგრძელებდა, ვაშინგტონი ნახევარკუნძულზე გამართულ ძვირადღირებულ სამხედრო სწავლებებს აღარ ჩაატარებდა. ვაშინგტონის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, სამხრეთ კორეამ ხარჯები მთლიანად საკუთარ თავზე აიღო.
კორეის ნახევარკუნძულზე 28 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე 1950-იანი წლების შემდეგ იმყოფება.